ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც "ნიუსპრესს" დიაპორის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი მონაწილეობდა.
მემორანდუმის ფარგლებში ძირითადი თანამშრომლობის სფეროები პოლიტოლოგიურ-სამეცნიერო კვლევები, ერთობლივი კონფერენციების ჩატარება და სასარგებლო ინფორმაციების ურთიერთგაცვლა იქნება.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას კავკასიოლოგები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ რომ 2010 წელს ჯეიმსთაუნის ფონდმა საქართველოში ორი საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონფერენცია - "უცნობი ერები" და "უწყვეტი დანაშაული" ჩაატარა. აღნიშნულ კონფერენციებზე ჩერქეზთა და ჩეჩენთა გენოციდის აღიარების საკითხი პირველად დაისვა.
