კავკასიაში პირველი ფრანგული კვირეულის აღსანიშნავად, თბილისს ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულ ჟერარ კანია ეწვევა, რომელიც საზეიმო ვახშამს მოამზადებს.
ღონისძიების ორგანიზატორები საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატა და ფრანგული ინსტიტუტი არიან.
ვახშამი სასტუმრო „Holiday Inn“-ის რესტორან "აჭარა"-ში გაიმართება. მასზე დასასწრებად ბილეთის შეძენა 110 ლარადაა შესაძლებელი.
წვეულება 21 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.
