პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობა ხვალიდან კამპანიას ,,ჩემი უფლებაა ვიცოდე” იწყებს.
კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ და მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქციას გამართავენ.
20 ივნისს მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან საპროტესტო აქცია - ,,იაზროვნე გლობალურად“ გაიმართება.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
