საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს თბილისის საჯარო სკოლების 150 წარჩინებულ მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სულ, საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერით 1022 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.
პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია, საქართველოს სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.
