თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა
13:11 24.02.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კერძო სახლებში გამრიცხველიანების სამუშაოების გამო დღეს წყალმომარაგება გლდანი-ნაძალადევის რაიონში რიონის, მ. წერეთლის, ანდრონიკაშვილის, ღრმაღელის, კაჭარავასა და იპოლიტოვ ივანოვის ქუჩებს შეუწყდათ.
შეზღუდვები შეეხო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთას, ტყვიავის, ტოლსტოის, პეტერბურგის, ზ. ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გ. დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ჩერნიშენკოს, ქვლივიძის ქუჩებს და აღმაშენებლის გამზირს.
ამ უბნებს წყალმომარაგება დღეს 22:00 საათზე აღუდგებათ.
რაც შეეხება მზიურის ტერიტორიაზე, 900 მმ-იან წყალდენზე მომხდარ დაზიანებას, მისი სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაიწყო, რის გამოც დღეს წყალმომარაგება შეეზღუდა დოლიძის, იყალთოს, ბალანჩივაძის, ჩაილურის, ბაკურიანის და მის მიმდებარე ქუჩებს. ასევე კოსტავას ქუჩას სააკაძის მოედნიდან გმირთა მოედნამდე, აკადემქალაქის ტერიტორიას, ჭავჭავაძის გამზირს, ბარნოვის, ი. აბაშიძის, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, იაკობ ნიკოლაძის, ფასანაურის, მელიქიშვილის და მის მიმდებარე ქუჩებს. აღნიშნული ქუჩები წყალს დღეს 24:00 საათიდან მიიღებენ.
დროის აღნიშულ მონაკვეთში წყალი დაბალი წნევით მიეწოდება მთაწმინდა-სოლოლაკს და ყიფშიძის ქუჩას.




ბეჭდვა