პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად დოკუმენტური ფილმების ახალ პროექტზე - "ჩვენ, კავკასიელები" მუშაობას იწყებს.
ამ პროექტის თანახმად 12 დოკუმენტური ფილმის გადაღებაა გათვალისწინებული, რომელსაც დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი მოამზადებს. "ჩვენ, კავკასიელები"–ის ჩვენება ტელეკომპანია "პიკ-ის" ეთერით მაისიდან იგეგმება.
დოკუმენტურ ფილმებში ასახული იქნება ჩრდილოკავკასიელების მიმართ რუსული პოლიტიკა, დაწყებული "ცარიზმის" რუსეთიდან დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით. ფილმებში ასევე ასახული იქნება ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხის ისტორიული ურთიერთობა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე განახორციელეს ერთობილივი ტელეპროექტი –"ოკუპაცია", რომლის ფარგლებშიც 17 ფილმის გადაღება მოხდა.
