კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შეხვდება
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შეხვდება
09:11 18.06.2012
ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა იმ მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან აცნობეს, შეხვედრის დასრულებისთანავე ჩართულობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახელობას კამპანია - „ეს შენ გეხებას“ - საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდება.
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო. მათი მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის - „ეს შენ გეხება“, მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრების შემდეგ კოალიცია ჯგუფებს დააფუძნებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგროვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

ბეჭდვა