სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს.
10:00-დან 16:00 საათამდე ნაძალადევის რაიონში შუქი არ ექნება ძმობის, კახიანის, ურიდიას, ქებურიას, ნოსტეს, მუშათა, უიარაღოს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს; ასევე, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის, ასკურავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვარკეთილის III-ის III, IV მიკრორაიონების, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. 10:00-დან 16:00 საათამდე კი - გლდანში ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო საბურთალოზე ვაჟა-ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტალს, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და ქავთარაძის ქუჩას.
10:00-დან 17:00 შუქი გაეთიშება ჩუღურეთში სამურზაყანოს, აგარის, აფხაზეთის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი - მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირს (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს.
ამასთან, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შუქი არ ექნება ისნის რაიონში ქეთევან წამებულის გამზირს (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ნარგიზის, რუსუდანის და მიმდებარე ქუჩებს.
