გლდანის რაიონის მასშტაბით შეშის დარიგება გრძელდება
გლდანის რაიონის მასშტაბით შეშის დარიგება გრძელდება
16:57 24.11.2016
ქალაქში ამინდის გაუარესებასთან ერთად, გლდანის რაიონის მასშტაბით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ზურაბ ქაშიაშვილი დღეს 30-მდე ოჯახში შეშის მიტანას დაესწრო.

,,ქალაქში ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად იკლო, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შეშა მოსახლეობას მაქსიმალურად ოპერატიულად მივუტანოთ. შეშის დარიგება მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობს. ამ დრომდე უკვე 300-მდე ოჯახს დავეხმარეთ და პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“ - განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.

რაიონის მასშტაბით, გლდანში, მუხიანსა და ავჭალაში შეშა უკვე 300-მდე ოჯახს მიუტანეს. თვის ბოლოსთვის შეშით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა 500-ზე მეტი იქნება.

ბეჭდვა