უნივერსიტეტში დღეს „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის ღონისძიება გაიმართება
უნივერსიტეტში დღეს „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის ღონისძიება გაიმართება
10:10 17.06.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში დღეს "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვის ღონისძიება გაიმართება.

ყველა მსურველს საშუალება ეძლევა ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს.

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ათი წლის წინ ჩაუყარეს.

დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ბათუმში, თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.


ბეჭდვა