ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე სრულდება საქვაბის მშენებლობა, აგრეთვე მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ინდ. მეწარმე „ქებულ აბაშიძე“. სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 179000 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებზე, ამ ეტაპზე 8 ადგილობრივია დასაქმებული. პროცესს გამგეობის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრი მალხაზ აბულაძე გაეცნო.
