საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი
თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადებით მან სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა.
მის მოვალეობას თინა ბერძენიშვილი შეასრულებს.
მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.
არსებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და ნინო ზაუტაშვილი აპირებენ.
