ხაშურსა და სურამში დაზიანებული გზები შეკეთდა და მოასფალტდა
ხაშურსა და სურამში დაზიანებული გზები შეკეთდა და მოასფალტდა
12:34 21.11.2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში 4 244 027 ლარის ღირებულების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ქალაქ ხაშურისა და დაბა სურამის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებას მოხმარდა.

როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ხაშურისა და დაბა სურამის 35 000-მდე მაცხოვრებელს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

ბეჭდვა