თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
12:12 21.11.2016
შპს “თბილსერვის ჯგუფის’’ განცხადებით, წყნეთში, ბეთანიაში, კოჯორსა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე ტექნიკა რჩება და საჭიროების შემთვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

ბეჭდვა