110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, დღეს სამგორის რაიონის
დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, სოფელ ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის, ჭირნახულის, ორახელაშვილის, გოკიელის, იუმაშევის, დავითაშვილის, ბაბუციძის და შანშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
