სამგორისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სამგორისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
17:23 18.11.2016
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
სამგორის რაიონი
110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, მუხაძის, ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა