ამ დღეებში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს
ამ დღეებში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს
15:36 16.06.2012
საქართველოში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება საქართველოში ხვალიდანაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსიდან 25 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოში კი 27 გრადუსი დაფიქსირდება.

17-18 ივნისს იწვიმებს დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.



ბეჭდვა