საქართველოს საპატენტო უწყებაში პატენტრწმუნებულების ატესტაცია მიმდინარეობს.
საქპატენტის ინფორმაციით, წელს პატენტრწმუნებულის სტატუსის
მიღების სურვილი 50-მდე მოქალაქემ გამოთქვა.
პატენტრწმუნებული არის პირი, რომლის დახმარებითაც ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები საქპატენტთან ურთიერთობას წარმართავენ. ისინი დარგობრივი სპეცილისტები არიან, რომლებიც კლიენტის ინტერესების შესაბამისად ადგენენ განაცხადს, დასაპატენტებელი ან დასარეგისტრირებული ობიექტის აღწერილობას, მუდმივად არიან საქმის კურსში, ხომ არ ირღვევა მათი კლიენტის ინტერესები სხვა კომპანიის ან პირის მიერ, საჭიროების შემთხვევაში წარმართავენ დავას საქპატენტის სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში.
პატენტრწმუნებულები ატესტაციას წელიწადში ერთხელ გადიან. მასში მონაწილეობა ნებისმერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მუშაობის სურვილი აქვს და ატესტაცია ახალი წესით არ გაუვლია.
