ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება თავისუფალია. უღელტეხილები გახსნილია როგორც მსუბუქი, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
მცირე ნალექია რიკოთის უღელტეხილზე და გორში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და გზები ინტენსიურად იწმინდება.
