გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ
ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქათველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 30-მდე სტუდენტი დაესწრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებთან მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარებას, ელჩმა და დესპანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან საელჩოს შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და სტუდენტებისთვის საინტერესო თემების განხილვებს დაეთმობა. საელჩოში გამართულ პირველ შეხვედრაზე საქართველოს დესპანმა, კახი ქენქაძემ სტუდენტებისთვის საერთაშორისო თემაზე ლექცია წაიკითხა.
