თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
09:52 16.06.2012
კრწანისის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა გაზსადენში შეჭრასთან დაკავშირებით, დღეს 10.00 სთ-დან გაზმომარაგება ბ.კალანდაძის, კრწანისის, მარტვილის, ორთაჭალისა და გორგასალის  ქუჩების მოსახლეობის ნაწილს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დღესვე 14.00 სთ-დან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“აბონენტებს მოუწოდებს, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტონ და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.

ბეჭდვა