მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, 27 თებერვლიდან კი ამინდი მკვეთრად გაუმჯობესდება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დღეს ქყეყანაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რიკოთის უღელტეხილზე და გორში მცირე თოვლია თუმცა დღის მეორე ნახევრისთვის იქაც გამოიდარებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი ქობულეთში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი აგარაში -8 გრადუსი იყო.
