ოზურგეთში ჩვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ
ოზურგეთში ჩვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ
16:10 12.11.2016
ოზურგეთში, 23 წლის ნათია ჟორჟოლიანის ოჯახი კლინიკა „მედ ალფას“ სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხიმგებლობის საკითის დაყენებას ითხოვს. მიზეზად კი ექიმთა დაუდევრობას ასახელებენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. როგორც ჟორჟოლიანები ამტკიცებენ, მათ მორიგე ქირურგმა დაუდასტურა, რომ თუ ოპერაცია 10 წუთით ადრე დაიწყებოდა, ამ შემთხევევაში ბავშვი გადარჩებოდა.
ჟორჟოლიანების ოჯახი მომხდარში სამედიცინო პერსონალს ადანაშულებს. ისინი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ოჯახის ერთ-ერთნა ახლობელმა განაცხადა, მათ ქირურგმა უთხრა, რომ ოპერაციის დაწყებისას პულსი თანდათან ეცემოდა, ხოლო ნაყოფი უკვე გაგუდული ამოიყვანა.
ასევე, ოჯახის სხვა ახლობლის თქმით, მას აინტერესებს, თუ საქმე ასე პრობლემური იყო, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მანამდე და რატომ არ გაკეთდა საკეისრო თავის დროზე.
„კონსულტაციაზე აქ დადიოდა, ექიმთან თანამშრომლობდა, უყურადღებოდ ერთი წუთით არ დაგვიტოვებია. ყველაფერი ექიმთა დაუდევრობის ბრალია. ამ დრომდე, 9 თვემდე, მშობიარობამდე ბავშვს თუ არაფერი პრობლემა არ ჰქონდა და თუ საპრობლემო იყო ბიოლოგიური მშობიარობა, მაშინ საკეისრო თავის დროზე რატომ არ გაუკეთეს?“ - კითხულობს ჟორჟოლიანების ოჯახის წევრი.

ბეჭდვა