ვაკის და საბურთალოს რაიონებს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ვაკის და საბურთალოს რაიონებს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
15:46 12.11.2016
ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟის მიზნით, ხვალ ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 07 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მინდელის, უცნობი, გამრეკელის, მარგიანის, თოფურიას, თავხელიძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ბეჭდვა