კრწანისის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა გაზსადენში შეჭრასთან დაკავშირებით, ხვალ 10.00 სთ-დან გაზმომარაგება ბ.კალანდაძის, კრწანისის, მარტვილის, ორთაჭალისა და გორგასალის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა ხვალვე 14.00 სთ-დან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“აბონენტებს მოუწოდებს, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტონ და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ.
