ჯანაშიას ქუჩაზე მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
ჯანაშიას ქუჩაზე მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
10:41 24.02.2012
ჯანაშიას ქუჩის 3 ნომერში სურსათის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.  შემთხვევა გუშინ საღამოს 22 საათსა და 30 წუთზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მაღაზიაში ცეცხლი სურსათის თაროებს გაუჩნდა. დაიწვა 3 კვადრატული მეტრი ფართი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია.

ბეჭდვა