პასპორტებისა და ID ბარათების მიღება რეესტრში მიუსვლელადაც შესაძლებელია
პასპორტებისა და ID ბარათების მიღება რეესტრში მიუსვლელადაც შესაძლებელია
16:21 15.06.2012
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისის მიხედვით, პასპორტებისა და ID ბარათების მიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიუსვლელადაც შესაძლებელია.

მოქალაქემ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა შეატყობინოს, რის შემდეგაც ბიომეტრული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის თანამშრომლები თავად გამოცხადდებიან წინასწარ მითითებულ ადგილზე და დოკუმენტის მიღების მსურველი მოქალაქის ბიომეტრულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები, ფოტოსურათ,ციფრული ხელმოწერა)შეაგროვებენ.

მომსახურება ფასიანია და 100 ლარი ღირს. პასპორტისა და ID ბარათის ღირებულება კი იგივეა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეს დამზადებულ დოკუმენტს მითითებულ მისამართზე გადასცემს.

მოსურველს შეუძლია აღნიშნული სერვისით დაჩქარებულ ვადებშიც ისარგებლოს და დოკუმენტი მე–5, მე–3, მე–2 ან იმავე დღეს მიიღოს.

ახალი სერვისით სარგებლობა ჯერ მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი.



ბეჭდვა