საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროფესიულ კოლეჯს ,,სპექტრს“ ესტუმრა, სადაც ის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული
ვაუჩერული დაფინანსების პროექტის მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ მსურველებს შეხვდა.
მინისტრმა მათთან ერთად უახლესი სიმულატორებით აღჭურვილი კლას-კაბინეტები დაათვალიერა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შემდუღებლების, მეფილეებისა და ელექტრიკოსების რეაბილიტირებული პროფესიულ სტუდენტთა ახალ 150 კაციან ნაკადს ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპზე მიიღებს.
პრემიერი ვაუჩერული დაფინანსების პროექტის პირველ ეტაპზე კოლეჯ ,,სპექტრში“ ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც გაესაუბრა. 7 მაისს კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 250 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია 2 500 სტუდენტი, მათ შორის 1 700 სოციალურად დაუცველი.
პროფესიული განათლების დაფინანსების მეორე ეტაპზე განათლების სამინისტრო 1 000 ლარიანი ვაუჩერით 1 500 მსურველს დააფინანსებს.
მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს 2500 მსურველი მიიღებს.
პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს აღნიშნული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.
