გასული დღე-ღამის განმავლობაში რეფერალურ საავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით არავინ შეუყვანიათ.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ ქირურგიული ჩარევა არ სჭირდებათ.
რეფერალურ საავადმყოფოში მოყინვით მოთავსებულ ოთხ პაციენტს თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდათ. სამ მათგანს კი ქირურგიული ჩარევის გარეშე, კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.
