,,ანიკაში“ დღეს საქველმოქმედო ღონისძიება ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“ გაიმართება
,,ანიკაში“ დღეს საქველმოქმედო ღონისძიება ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“ გაიმართება
11:43 15.06.2012
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრ ,,ანიკაში“  დღეს საქველმოქმედო ღონისძიება ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“ გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, მოხალისეები, წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებული მედეა კლუბის წარმომადგენლები და სოციალური ცენტრის ხანდაზმულები დაესწრებიან.

აქციის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები კონცერტს ჩატარებენ.

,,ანიკას“ ბენეფიციარებს „მაკდონალდსის“ პროდუქცია, ასევე, მუსიკალური ცენტრი გადაეცემათ.


ბეჭდვა