ხულოში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ხულოში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
17:28 02.11.2016
ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა თოვს.
ამ დროისათვის თოვლის საფარმა დაბლობში 20-25, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30-35 სანტიმეტრს მიაღწია.
რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 60-70 სანტიმეტრია, რის გამოც ჩაკეტილია გზა. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. მაღალი ზონის სოფლებში გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. ელექტროენერგიის მიწოდება სოფლების უმრავლესობაში აღდგენილია. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

ბეჭდვა