დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გამომცემლობა "არტანუჯი" და პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა დღეს ახალი წიგნის „სტამბოლის ქართული სავანე" პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას – სტამბოლის ქართულ სავანეს ეძღვნება.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ქართული სავანის შესწავლის საქმეში თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის მიერ გაწეულ ღვაწლზე.
წიგნის ავტორი შუშანა ფუტკარაძეა და იგი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და ცნობილ ქველმოქმედს სიმონ ზაზაძეს ეძღვნება.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება.
