დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:30 31.10.2016
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, გორგასლის, მელქაძის, ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის და თორთლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, იაშვილის, მარიჯანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა