თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება
08:51 15.06.2012
სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. აღნიშნულის  შესახებ „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს.
შუქი ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაეთიშება ბოგდან ხმელნიცკის, შირაქის და გარეკახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:00 საათიდან 14:00 საათამდე - დაბა წყნეთის, ვაკეში ჭავჭავაძის და არსენას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი არ ექნება დიდუბის რაიონში ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირს (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, ლაღიძის და თაბუკაშვილის ქუჩებს.

ბეჭდვა