წმინდა მიწაზე მყოფი საპატრიარქოს დელეგაცია დღეს იორდანიის საზღვარზე გაემგზავრება
წმინდა მიწაზე მყოფი საპატრიარქოს დელეგაცია დღეს იორდანიის საზღვარზე გაემგზავრება
10:07 24.02.2012
წმინდა მიწაზე ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს დელეგაცია დღეს წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავენ, რის შემდეგაც იორდანიის საზღვარზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე გაემგზავრებიან და მდინარე იორდანესთან ილოცებენ. დღესვე საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს მოილოცავს.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ რივლინს, ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდა.
საპატრიარქოს დელეგაცია სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

ბეჭდვა