მამუკა ბალიაშვილი ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
მამუკა ბალიაშვილი ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
18:55 14.06.2012
„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამაუკა ბალაიშვილმა საკუთარი თავი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღნიშნული პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ქარელის რაიონში დიდი უპირატესობით დავამარცხო მმართველი პარტიის ნებისმიერი კანდიდატი“ - აცხადებს ბალიაშვილი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები და თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“.

მისი თქმით, პარტიის რესურსები საარჩევნო კამპანიისთვის უკვე მზადაა.

ბეჭდვა