თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს.
სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება ვარკეთილის 3-ის IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ნაკადულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გარეკახეთს, დოესის, ზინდისის, აწყურის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება, ასევე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, აგლაძის და მიმდებარე ქუჩებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ვაკის რაიონის და დაბა წყნეთის შეუწყდება.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში შუქი არ ექნება ჩიტაძის, ფხოვის, ხაზინის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს და გლდანის რაიონში გლდანის მასივის II და IV მიკრორაიონების, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩებს.
