უწყებათაშორისი კომისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
უწყებათაშორისი კომისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
17:28 13.06.2012
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს.
კომისია სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პროცესი, ასევე, შეისწავლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დახმარების შეჩერების შესახებ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები საკამათოდ მიიჩნევენ.
„მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ცალკეულ შემთხვევაში სოციალური დახმარების შეწყვეტის ფაქტი არ დასტურდება, რიგ შემთხვევაში კი, სოციალური დახმარების შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი არსებობდა, შემდგომი ინსინუაციების გამორიცხვის მიზნით, ჩვენ სამინიტროს რეკომენდაციას ვაძლევთ“-აცხადებენ უწყებათაშორის კომისიაში.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების განსაზღვრას სარეიტინგო ქულების საფუძველზე ახდენს. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის შეფასება სოციალური აგენტის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ხდება და ოჯახში დამატებითი შემოსავლის ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმის საფუძველზე გადახედვას ექვემდებარება.

ბეჭდვა