სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი გაიმართება
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი გაიმართება
17:18 13.06.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ხვალ კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი გაიმართება.

კონკურსში ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი „კიდობანი“, მესტიის რაიონის, ლატალის საკარო სკოლა „ნათელი“, ხულოს რაიონის, სხალთის სკოლა „ივერონი“, ცაგერის წმ.ილია მართლის სახელობის გიმნაზია „კირიე ელეისონ“ , ხონის N3 საჯარო სკოლა „განთიადი“ და სხვა სკოლები მონაწილეობენ.

კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეოთხე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ბეჭდვა