ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სერვისის ამაღლების მიზნით თბილისისა და რეგიონების ტურისტული საინფორმაციო ცენტრების
თანამშრომლების გადამზადება იწყება.
როგორც "ნიუსპრესს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სასტუმრო "Holiday Inn" - ში საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის ხვალ ტრენინგი ამერიკული პროგრამა - "Service Plus-ით" ჩატარდება და მას 12 საინფორმაციო ცენტრის 30 თანამშრომელი დაესწრება. კურსი მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული და 4 ძირითად მიმართულებას - კლიენტებთან ურთიერთობას, მომსახურების სწორ გადანაწილებას, სამუშაო გარემოს უნარებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს მოიცავს.
