პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, პენსიონერებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
როგორც მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი დაზღვეული იქნება და სამედიცნო დაწესებულებებში სწორედ დაზღვევის ვაუჩერით ისარგებლებს.
„სადაზღვევო ვაუჩერებში შესულია ბევრი კარგი მომსახურება, მათ შორის მედიკამენტების 100 ლარიანი ლიმიტი 50%-იანი თანადაფინანსებით, მომსახურებები მხოლოდ 10 პროცენტიანი თანადაფინანსებით და სხვა“ - განმარტა გილაურმა.
ამასთან, მისი თქმით, ბევრი საუბრობს თითქოს, ძვირი მომსახურების გამო ახალ საავადმყოფოებში ხალხი არ დადის, თუმცა, პრემიერის თქმით, მაგალითად მცხეთის საავადმყოფო თითქმის 100%-თაა დატვირთული.
„საზოგადოების რაღაც ნაწილს მართლაც აქვს საავადმყოფოში მისვლის პრობლემა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გარკვეული ნაწილი სარგებლობს დაზღვევით“ - განაცხადა გილაურმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სექტემბრისთვის ბევრი პრობლემა გადაიჭრება.
