კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნლები ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მორიგ შეხვედრას გამართავენ.
მსჯელობა მათ მიერ ინიცირებულ წინადადებათა პაკეტზე გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კამპანიის მონაწილეებმა აღნიშნეს, განცხადებას, რომელშიც „ეს შენ გეხებას“ წინადადებებზეა საუბარი, ცამეტი კვალიფიცური პოლიტიკური სუბიექტიდან ხელს თორმეტი აწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში must carry-must offer-ის პრინციპების დანერგვას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა უჭერს მხარს. თუმცა, კამპანიის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული წინადადებები მმართველმა პარტიამაც მიიღოს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პარტია, მიუხედავად განსხვავებული პლატფორმისა და კურსისა, ამ განცხადებას შეუერთდა“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ხვალიდნელი შეხვედრის შედეგად, განცხადებას „ნაციონალური მოძრაობაც“ შეურთდეს. თუმცა, როგორც გიგაურმა აღნიშნა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალვე კუბლაშვილმა წინა შეხვედრაზე მათ არასახარბიელო პასუხი გასცა, რადგან გიგაურის განმარტებით, მაშინ ამ წინადადების განსახლიველად მზად არ იყვნენ.
„ეს შენ გეხებამ“ წინადადებათა პაკეტი პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ შეიტანა, რომლის ძირითადი მოთხოვნა მედიაგარემოს გაუმჯობესება, კერძოდ კი, must caryy და must offer-ის პრინციპების დანერგვაა, რაც საკაბელო კომპანიებს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიების მომსახურების პაკეტში ჩასმის, ხოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს.
