პეტრიაშვილი - „სოლიდარობა 2“ „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა მხოლოდ ალექსანდრე ებრალიძისთვის საჩვენებლად შექმენს
პეტრიაშვილი - „სოლიდარობა 2“ „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა მხოლოდ ალექსანდრე ებრალიძისთვის საჩვენებლად შექმენს
13:20 13.06.2012
პროფესიული კავშირების გაერთიანება ალტერნატიული პროფკავშირის „სოლიდარობა“ 2-ის დამფუძნებლებს უპირისპირდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, „სოლიდარობა“ 2 არასუფთა ხელებით შექმნილი, არაგულწრფელი ორგანიზაცია იყო.

„ის მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ პარტია “თავისუფალი საქართველოს“ წევრს ალექსანდრე შალამბერიძეს და სხვებს სურდათ, რომ თავიანთი დამფინანსებლისთვის რუსეთიდან, ალექსანდრე ებრალიძისთვის ეჩვენებინათ, თითქოს მისგან მიღებული ფულით რაღაც შექმენს“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პროფესიულ კავშირებს ქმნიან, აბსოლუტურად აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წარმატებას ვერ მიაღწევს.

„პროფკავშირის ალტერნატივა „სოლიდარობა 2“ ასეთი ორგანიზაცია იყო და ამიტომაც დაიშალა“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ „სოლიდარობა 2“ თაღლითობა იყო და ამიტომ გაემიჯნა კავშირი აღნიშნულ ორგანიზაციას.

“ჩვენ ვემიჯნებით ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს და ვერ გავხდებით რიგი პოლიტიკოსების პირადი მანიპულირების იარაღი. ჩვენ გვითხრეს, რომ უნდა გვემუშავა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შტაბში და გაგვეპიარებინა ეს პარტია. სწორედ, ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სოლიდარობა 2“-ს გავმიჯნებოდით“ - განაცხადა თამარ იოვაშვილმა და დასძინა, რომ უმუშევართა კავშირის თითოეული წევრი აპოლიტიკურია

ბეჭდვა