Red Bull Flying Bach შოუ დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართება.
ბრეიქდანსის მოცეკვავე მსოფლიო ვარსკვლავები მაყურებელს იოჰან სებასტიან ბახის ცნობილ
ნაწარმოებებზე ინტერპრეტაციას შესთავაზებენ.
აღნიშნული პროექტი კლასიკური მუსიკისა და ბრეიქდანსის სინთეზს ითვალისწინებს, რასაც გერმანიაში მოღვაწე ჯგუფი Flying Steps წარმოადგენს.
ჯგუფი Flying Steps თბილისში 2012 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა.
Red Bull Flying Bach -ის პრემიერა-შოუ რუსთაველის თეატრის სცენაზე 70 წუთი გაგრძელდება.
Flying Steps მეორე შოუ 14 ივნისს გაიმართება.
