ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდება
17:50 23.02.2012
ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეის ნაცვლად, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ხვალ გაფორმდება.
როგორც "ნიუსპრესს" დიასპორის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი ჩამოვიდა.
მემორანდუმის ფარგლებში ძირითადი თანამშრომლობის სფეროები პოლიტოლოგიურ-სამეცნიერო კვლევები, ერთობლივი კონფერენციების ჩატარება და სასარგებლო ინფორმაციების ურთიერთგაცვლა იქნება. დაგეგმილ ღონისძიებას კავკასიოლოგები, საპატიო სტუმრები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
2010 წელს ჯეიმსთაუნის ფონდმა საქართველოში ორი საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონფერენცია - "უცნობი ერები" და "უწყვეტი დანაშაული" ჩაატარა. აღნიშნულ კონფერენციებზე ჩერქეზთა და ჩეჩენთა გენოციდის აღიარების საკითხი დღის წესრიგში პირველად დადგა.



ბეჭდვა