სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თელასიდან აცნობეს.
შეზღუდვა 10:00-18:00 საათამდე შეეხება გლდანის მასივის ა, II, IIIა, III, V მიკრორაიონის, ვეკუას, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ილორის, სარაჯიშვილის, ხიზანბარელის, ჯანჯღავას, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, ისნის რაიონის ნაწილს, სამრეწველო დასახლებას, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ხევის, სახალხოს და მიმდებარე ქუჩებს.
ამავე პერიოდში შუქი არ ექნება გურამიშვილის და ცოტნე დადიანის გამზირების (ნაწილობრივ), თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლის, კავთისხევის, დეპოს, მახინჯაურის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში თაბუკაშვილის, ქუთათელაძის, ლაღიძის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
