ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა
ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა
11:14 30.09.2016
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უამინდობასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან ჩამოწვა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ.

ადგილზე ვითარება გამგეობის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს. სამუშაოები დაწყებულია.

დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანერბულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები იწმინდება, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა.

უწყების ცნობითვე, სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში გამგებლის წარმომადგენლები მუშაობენ.


ბეჭდვა