პროფესიული კავშირების გაერთიანება „თავისუფალი პროფკავშირი – სოლიდარობა-2”-ის საინიციატივო ჯგუფს ემიჯნება
პროფესიული კავშირების გაერთიანება „თავისუფალი პროფკავშირი – სოლიდარობა-2”-ის საინიციატივო ჯგუფს ემიჯნება
17:54 12.06.2012
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება „თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა-2”-ის საინიციატივო ჯგუფს ემიჯნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, „ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ და ხელოვნების დაცვისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი - „ფიროსმანი მხატვართა მუზა“ ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს “სოლიდარობა 2” დააფუძნებაში, ხოლო შემდეგ მისი დაშლა გადაწყვიტეს.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერსედებიან, რა მიზანი ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაფინანსებული “თავისუფალი საქართველოს” წევრების კახა კუკავასა და ალექსანდრე შალამბერძის მიერ ალტერნატიული პროფკავშირის შექმნას და რატომ არ აწყობთ ახალ გაერთიანებაში თავისუფალი აზრის ადამიანების შემოკრება.
“ჩვენ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავემიჯნოთ 8 მაისს დაფუძნებულ ე.წ „თავისუფალი პროფკავშირი – სოლიდარობა-2”-ის საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანი პროფკავშირების შექმნა კი არა, არამედ კიდევ ერთი ხმაურიანი აქციის ჩატარება იყო, რათა რიგ პოლიტიკოსებს თავი შეეხსენებინათ საზოგადოებისათვის”- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ნამდვილი პროფკავშირები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობასაც გეგმავენ.
„ჩვენ ვერ გავხდებით რიგი პოლიტიკოსების პირადი ამბიციებისა და რეანიმაციის მანიპულირების იარაღი, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრი არის აპოლიტიკური, არ ვაპირებთ თავისუფალი, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ მათ პიარ-აქციებში“- ნათქვამია განცახდებაში.

ბეჭდვა