თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ 1921 წლის ოკუპაციიის დროს დაღუპულ უნივერსიტეტელებს გაიხსენებენ.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ის რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს დაღუპული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის და - ნუგეშა მაყაშვილიც დაესწრება.
შეხვედრა სიმბოლურად მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველოში გაიმართება.
საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისთან და ბათუმთან გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. წითელ არმიასთან შეტაკებების დროს მათი უმრავლესობა დაიღუპა.
