„გლობალ ტვ“-ს მეწილე - ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის წახალისება უნდა ხდებოდეს
„გლობალ ტვ“-ს მეწილე - ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის წახალისება უნდა ხდებოდეს
16:18 12.06.2012
კომპანია „გლობალ ტვ“-ს უცხოელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი მისი ბიზნესის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებით შეშფოთებულია.
ამის შესახებ რონჟესმა დღეს „მე-9 არხის“ გენერალურ დირექტორსა და „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც რონჟესმა აღნიშნა, „გლობალ ტვ“-ს სასაქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს. ამას სასამართალოს გადაწყვეტილება ავალდებულებს, რომელიც მან „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ მიერ მარტში შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად გამოიტანა.
რონჟესის თქმით, „გლობალ ტვ“-ს აქამდე საკმაოდ მზარდი ბიზნესი ჰქონდა, თუმცა, პირველი პრობლემები პაკეტში „მაესტროს“ ჩასმის შემდეგ შეექმნა. მისივე განმარტებით, ეს პრობლემები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც კომპანია „მე-9 არხის“ გაშუქებასაც დათანხმდა.
რონჟესი სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ირიბ ზეწოლაზეც საუბრობს.
„ბოლო პერიოდში ჩვენთან კონტაქტი 50-მდე სახელმწიფო კომპანიამ გაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება აბონენტის პრეროგატივაა, თუმცა, 50-ვეს მხრიდან გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება ჩვენთვის ნათელი მესიჯია“ - განაცხადა მან.
მისივე გაცხადებით, „გლობალ ტვ“-ს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილოებაც აუკრძალეს, რის გამოც კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშეა.
„ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც ბიზნესპრობლემას. ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის წახალისება უნდა ხდებოდეს, რათა ქვეყანაში მეტი ინვესტიცია განვახორციელო. თუმცა ის გზავნილი, რასაც სახელმწიფო უცხოელ ინვესტორებს უგზავნის, მედიაში ინვესტირების თვალსაზრისით უარყოფითია“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ქართველი ხალხის უფლებებს არღვევს.



ბეჭდვა